(+995 32) 2305 001

ლექცია „ვეფხისტყაოსნის გამოცემები და კოლექციები”

  • 15

    08/17

  • ლექცია „ვეფხისტყაოსნის გამოცემები და კოლექციები”

    თბილისის მუზეუმების  გაერთიანება – მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში 2017 წლის 15 აგვისტოს საჯარო ლექცია ჩატარდა, რომელიც ვეფხისტყაოსნის 850 წლის იუბილეს აღსანიშნავად უკვე ჩატარებული ლექციების ციკლის ერთგვარი გაგრძელებაა.

    ლექციის თემად ამჯერად შერჩეული იყო: „ვეფხისტყაოსნის გამოცემები და კოლექციები’’.  მომხსენებელმა ისტორიკოსმა და ვეფხისტყაოსნის  გამოცემათა კოლექციონერმა ლევან თაქთაქიშვილმა   დამსწრე  აუდიტორიას შესაძლებლობა მისცა მისი პირადი კოლექციიდან   ‘ვეფხისტყაოსნის’  რამდენიმე რარიტეტულ გამოცემას   გაცნობოდნენ.