fbpx

(+995 32) 2305 001

კოტე წერეთლის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

  • 06

    02/18

  • კოტე წერეთლის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

    2018 წლის 5 თებერვალს თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური ბინა-მუზეუმის ბაზაზე კოტე წერეთლის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დაარსება ამცნო საზოგადოებას. კოტე წერეთლის სამეცნიერო-საკვლევი ცენტრი ხელსშემწყობი იქნება ებრაისტიკა-არამეისტიკის სფეროში მოღვაწე ქართველი და უცხოელი მკვლევარებისთვის.

    მუზეუმების გაერთიანების საგანმანათლებლო სტრატეგიისა და მიზნების შესაბამისად, რომელიც გულისხმობს მუზეუმების ახალ როლს თანამედროვე საზოგადოებაში, ეს შეიძლება დავახასიათოთ, როგორც ტრადიციული სამუზეუმო საქმიანობის შენარჩუნებისა და საგანმანათლებლო ასპექტის სინთეზი.

    ღონისძიება გაიმართა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ესწრებოდნენ: ისრაელის ელჩი საქართველოში შაბთაი ცური, აღმოსავლეთმცოდნეობისა და ებრაისტიკა-არამეისტიკის დარგში მოღვაწე მეცნიერები, აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე, პროფესორები: გიორგი სანიკიძე, გურამ ჩიქოვანი, გოჩა ჯაფარიძე, გურამ ლორთქიფანიძე, გია ბერაძე და სხვ. ებრაულის სახლის წარმომადგენელი ზაირა დავარაშვილი, ებრაული თემის წარმომადგენელი ნათელა პატარკაციშვილი, ებრაული ,,სოხნუთის ულფანის” დირექტორი ლარა ნამთალიშვილი.