fbpx

(+995 32) 2305 001

თანამედროვე ქორეოგრაფია და მისი როლი სახელოვნებო სივრცეში

  • 05

    03/18

  • თანამედროვე ქორეოგრაფია და მისი როლი სახელოვნებო სივრცეში

    ცეკვა, უპირველეს ყოვლისა, სივრცეში გამოსახული მოძრაობაა. მოძრაობა, რომელიც არა მხოლოდ უნდა დაინახო, არამედ მოისმინო. ქორეოგრაფიაში ადამიანის სხეული, თითქოს, ერთგვარ ცოცხალ, ხმოვან სისტემას მოგვაგონებს, სადაც სცენის კიდეებიდან წამოსული მუსიკალური ბგერები, მოცეკვავის სხეულებრივი ვიბრაციის მეშვეობით, უნისონში მოდიან თითოეული ადამიანის უჯრედებთან და კოსმიურ სივრცესთან ერთიანდებიან. უყურებ წარმოდგენას და ნათლად გესმის, თუ როგორ გადმოსცემენ მოცეკვავეები რიტმს, ხედავ, მელოდიის გავლენის ქვეშ როგორ მოდიან ჰარმონიულ მოძრაობაში შემსრულებლების თვალები, წარბები, მკლავები და გრძნობ, თუ როგორ ემსგავსება თავად ცეკვის ფორმაც მუსიკას.
    ეს თავისუფლებაა, თავისუფლება, რომელიც მხოლოდ ცეკვის მეშვეობით მიიღწევა.

    თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში კოტე ფურცელაძის საჯარო ლექციას უმასპინძლა თემაზე: ,,თანამედროვე ქორეოგრაფია და მისი როლი სახელოვნებო სივრცეში”.