(+995 32) 2305 001

თანამედროვე არტისტის საჩუქარი მუზეუმების გაერთიანებას

  • 13

    06/17

  • თანამედროვე არტისტის საჩუქარი მუზეუმების გაერთიანებას

    მოქანდაკე და მხატვარი, არაერთი ოპერისა და ბალეტის დამდგმელი მხატვარი, დავით მონავარდისაშვილი ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმს 13 ივნისს პირველად ესტუმრა და თან, თბილისის მუზეუმების გაერთაიანების ფონდს მის მიერ შესრულებული ბალეტის “ლაურენსია” დეკორაციის სამი ესკიზის ორიგინალი გადასცა საჩუქრად.

    შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ თბილისის მუზეუმების გაერთიანება თითქმის ყოველ დღე ახალ მეგობარს იძენს. ისინი კი, თავიანთი ინტელექტუალური თუ ნივთიერი შესაძლებლობებით უხვად ამდიდრებენ ჩვენი სტრუქტურული ერთეულების ისედაც ვეებერთელა ფონდებსა და ინტელექტუალურ რესურსს. ასე, ჩვენ თვალწინ და ჩვენი მონაწილეობით კულტურის მომავალი იხაზება და იკვრება. ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურმა ბინა-მუზეუმმა ვახტანგ ჭაბუკიანის ყველა დროის უდიდესი ბალეტის, “ლაურენსიას” თანამედროვე ქართველი მხატვრის, დავით მონავარდისაშვილის მიერ შესრულებული სამი ესკიზის ორიგინალთან – უდიდეს საჩუქართან ერთად, სრულფასოვნად და ღირსეულად ფუნქციონირების უდიდესი სტიმული მიიღო.