fbpx

(+995 32) 2305 001

ვწუხვარ, ერთადერთი ვარ

  • 28

    01/18

  • ვწუხვარ, ერთადერთი ვარ

    თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ, გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ ბინა-მუზეუმში ლია სტურუას საჯარო ლექციას უმასპინძლა თემით: ,,ვწუხვარ, ერთადერთი ვარ”

    ღონისძიება ეხებოდა, გალაკტიონ ტაბიძის თანამედროვე პოეტების: პაოლო იაშვილის, ტიციან ტაბიძის, ვალერიან გაფრინდაშვილის, რომლებმაც ,,ცისფერყანწელები’’ დაირქვეს ქართულ ლექსს, შელანძღულს ,,პროლეტკულტელებისგან’’ ესთეტიკური ფასეულობა დაუბრუნეს და გალაკტიონ ტაბიძე არ გაიკარეს. ტიციან ტაბიძე ამის მიზეზად ასახელებდა იმ ფაქტს, რომ გალაკტიონის შემოქმედებაში ,,ბოდლერის შხამიანი ყვავილები ვერ გაიზრდება’’, რა თქმა უნდა, ეს არ მოხდებოდა, რადგან სიმახინჯის კულტი, სიმბოლისტების მთავარი თეზა მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.