(+995 32) 2305 001

გამოფენა “ავტოგრაფებში შემონახული ისტორია”

  • 25

    07/17

  • გამოფენა “ავტოგრაფებში შემონახული ისტორია”

    გამოფენა “ავტოგრაფებში შემონახული ისტორია” ვახტანგ ჭაბუკიანის ცხოვრების ისტორიას გვიყვება.  გამოფენაზე – „ავტოგრაფებში შემონახული ისტორია” პირველადაა წარმოდგენილი ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა მუზეუმის ფონდებში დაცული მასალა, საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი წარწერები, ვახტანგ ჭაბუკიანისადმი სამახსოვროდ მიძღვნილ წიგნებზე თუ ნივთებზე. მხატვარ ლადო გუდიაშვილის მიერ ნაჩუქარ ნამუშევარი „ცეკვა ირმულა“; მხატვარ ელენე ახვლედიანის სამახსოვრო ნახატი -„შატილი“; დირიჟორ ვახტანგ ფალიაშვილის ნაჩუქარ წიგნი -„ბალეტმეისტერის ხელოვნება“ – პირადი მინაწერით; ფრანგული ბალეტის ფუძემდებლის, ბალეტის მოცეკვავე სერჟ ლიფარის სამახსოვრო წიგნები; ჭაბუკიანის პარტნიორის ნატალია დუდინსკაიას ბიოგრაფიულ წიგნი და სხვა; საზოგადოებისთვის ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისგან „ცეკვის ჯადოქრისადმი“ მიძღვნილ სამახსოვრო წარწერები.